ქართველი კანონიერი ქურდი, ლაშა ნიჟარაძე, იტალიის მოთხოვნით სერბეთში დააკავეს

ქართველი კანონიერი ქურდი, ლაშა ნიჟარაძე, იტალიის მოთხოვნით სერბეთში დააკავესიტალიის ხელისუფლების მოთხოვნით, სერბეთში ქართველი კანონიერი ქურდი ლაშა ნიჟარაძე, იგივე “ლაშა წყალტუბსკი” დააკავეს.

ნიჟარაძე 2014 წლიდან იძებნებოდა, მას შემდეგ რაც იტალიამ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებზე დევნა დაიწყო.

მაშინ ევროპოლმა გრანდიოზული სპეცოპერაცია ჩაატარა მერაბ სუხუმსკის კლანის წინააღმდეგ. სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 13 კანონიერი ქურდი დააკავეს, ასევე _ კრიმინალური სამყაროს 5 ავტორიტეტი.

ლაშა ნიჟარაძეს 15 წლით პატიმრობა ემუქრება. მას ბრალად ედება სხვა კრიმინალებთან ერთად, საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის შექმნა, რომელიც ევროპის ფარგლებში ქურდობით, რეკეტითა და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.

pia.ge