შაქრის შემცვლელი ორგანიზმში ცხიმის წარმოქმნას უწყობს ხელს

შაქრის შემცვლელი ორგანიზმში ცხიმის წარმოქმნას უწყობს ხელსბევრი ადამიანი შაქრის ნაცვლად შაქრის შემცვლელს მიირთმევს.

ისინი ფიქრობენ, რომ ეს გზა სასარგებლოა, მაგრამ მეცნიერები ამ მოსაზრებას ეჭვით უყურებენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დიდი რაოდენობით დაბალკალორიული შაქრის შემცვლელი ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმის ჩამოყალიბების პროცესს, განსაკუთრებით კი მსუქან ადამიანებში.

ნაშრომზე მუშაობდნენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სუკრალოზა (Sucralose), რომელიც შეიცავს ნულ კალორიას წარმოადგენს ხელოვნური შაქრის შემცვლელს და 650–ჯერ უფრო ტკბილია, ვიდრე შაქარი. მას იყენებენ პოპულარული პროდუქტების ინგრედიენტად.

მეცნიერები დაინტერესდნენ კონკრეტულად როგორ ახდენს გავლენას დაბალკალორიული დამატკბობელი მეტაბოლიზმსა და უჯრედზე.

მათ აღმოაჩინეს, რომ სუკრალოზას გამო ღეროვანი უჯრედი გაიზარდა, რაც არის ცხიმის გამომუშავებისა და ანთების ინდიკატორი.

შემდეგ ცდაზე მეცნიერებმა აიღეს მუცლის ცხიმის ბიოფსია. ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდა 8 ადამიანი – 4 მათგანი ჭარბწონიანი იყო, ხოლო დანარჩენი 4 ჯანსაღი, ნორმალური წონის. ყველა მათგანი იღებდა დაბალკალორიულ შაქრის შემცვლელებს, ასპარტამსა და სუკრალოზას.

შემდეგ ცხიმის ეს ნიმუში იმ ადამიანების სინჯს შეადარეს, ვინც არ იღებდა შაქრის შემცვლელს. შედეგი ასე გამოიყურება – იმ კატეგორიაში, რომელიც ხშირად მიირთმევდა დაბალკალორიულ შაქრის შემცვლელ საკვებსა და სასმელს, უჯრედში გაიზარდა გლუკოზის დონე და ამასთან, მოიმატა იმ გენის რიცხვმაც, რომელიც ცხიმის წარმოქმნასთანაა დაკავშირებული. მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს შედეგი განსაკუთრებით აისახა მსუქან ადამიანებში.

მკვლევარები თვლიან, რომ ის ხელს უშლის მეტაბოლიზმის რეგულირების პროცესს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ საკითხზე დამატებითი კვლევაა საჭირო.

ქირურგია.გე