ძლიერი აფეთქება ეგვიპტეში, წმინდა ეკატერინეს მონასტერში 

ძლიერი აფეთქება ეგვიპტეში, წმინდა ეკატერინეს მონასტერში  ძლიერი აფეთქება მოხდა ეგვიპტეში, სინას სამხრეთით, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს წმინდა ეკატერინეს მონასტერში.

როგორც როიტერი, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა.

უსაფრთხოების სამსახურის წყარო იტყობინებოდა, რომ მონასტრის ტერიტორიაზე, პოლიციის საგუშაგოდან რამდენიმე მეტრში, უცნობმა პირებმა იერიში მიიტანეს რა დროსაც დაიღუპა ერთი პოლიციელი და დაშავდა ოთხი მოქალაქე.

ამ დრომდე ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.