წელს მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს ერთდროულად ზეიმობენ

წელს მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს ერთდროულად ზეიმობენქრისტიანული სამყარო დღეს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

წელს გრიგორიანული და იულიანური კალენდარი ერთმანეთს დაემთხვა და ამის გამო ქრისტეს აღდგომას მართლმადიდებლები და კათოლიკები ერთდროულად ზეიმობენ.

რომის პაპმა ფრანცისკემ პეტრეს ტაძარში სააღდგომო ქადაგებისას, მოიწოდა კათოლიკეებს, იყვნენ კეთილნი გაჭირვებულების, მიგრანტებისა და სხვა დაუცველი და სუსტი ადამიანების მიმართ.