ხუან მატა ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედს ვეღარ დაეხმარება

ხუან მატა ამ სეზონში მანჩესტერ იუნაიტედს ვეღარ დაეხმარებამანჩესტერ იუნაიტედის ესპანელი ნახევარმცველი ხუან წლევანდელ სეზონში თამაშს ვერ შეძლებს.

ამის შესახებ მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომლის თქმითაც მატა მაისის ბოლოს გამოჯანმრთელდება, ამ დროს კი როგორც მოგეხსებათ საკლუბო სეზონი უკვე დასრულებულია

ხუან მატამ ტრავმა მარტში მიიღო და ექიმებს იმედი ჰქონდათ, რომ ის შეძლებდა სეზონის ბოლომდე მწყობრში ჩადგომას, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ მატას არყოფნამ მანჩესტერის თამაშზე ძალიან იმოქმედა და ესპანელი ფეხბურთელი იუნაიტედისთვის დიდი ძალაა. მატა მანჩესტერში 2014 წლიდან თამაშობს.