ჯონ ტერი სეზონის ბოლოს ჩელსის დატოვებს

ჯონ ტერი სეზონის ბოლოს ჩელსის დატოვებსჩელსის ლეგენდა, ცენტრალური მცველი ჯონ ტერი სეზონის ბოლოს ჩელსის დატოვებს. ტერის კონტრაქტი უმთავრდება და ჩელსი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

ტერი ამჟამად 36 წლის არის და ის ჩელსიდან წასვლის შემდეგ კარიერის დასრულებას არ აპირებს. ტერი ახალი გუნდის მოძებნას ეცდება.

ჯონ ტერი ჩელსიში 1999 წლიდან თამაშობს და ამ ხნის მანძილზე მან გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც 2012 წელს.