11 საინტერესო პროგნოზი, რომელიც ახდა

11 საინტერესო პროგნოზი, რომელიც ახდა1. მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მდებარე „Morgan Stanlay“-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გაითვალისწინა შენობაზე თვითმფრინავით თავდასხმა. მან შეადგინა ევაკუაციის დეტალური გეგმა, რომლის მეშვეობით, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს გადაარჩინა დაწესებულების 2700 თანამშრომელი და თვითონ შენობის ჩამონგრევისას დაიღუპა.

2. 1917 წელს, ტელეფონის ერთ-ერთმა გამომგონებელმა – ალექსანდრე გრეჰემ ბელმა იწინასწარმეტყველა, რომ „ნავთობის პროდუქტების წვა გამოიწვევს სითბურ ეფექტს“ და მოუწოდებდა ალტერნატიული, მათ შორის მზის ენერგიის გამოყენებისკენ.

3. კატამ, მოხუცებულთა თავშესაფარში 25 ადამიანის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა. ის, ვისაც იგი მიეჯაჭვებოდა, რამდენიმე დღეში ასრულებდა სიცოცხლეს.

4. ვიდეო თამაშში „Homefront“, რომელიც 2011 წელს შეიქმნა, მოთხრობილია ჩრდილოეთ კორეასთან ომის შესახებ, ასევე ამ სახელმწიფოს ლიდერის კიმ ჩენ ირის გარდაცვალებისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური იარაღის გამოცდის შესახებ 2013 წელს. ყველაფერი გამართლდა.

5. 1863 წელს ჟიულ ვერნის მიერ შექმნილ ნაწარმოებში „პარიზი მე-20 საუკუნეში“ მოთხრობილია  მინის ცათამბჯენების, ფემინიზმის და ქორწინების გარეშე შობადობის ზრდის შესახებ. მისმა გამომცემელმა მას ურჩია ტექსტის ჩასწორება, რომ იგი ნაკლებად დაუჯერებელი ყოფილიყო.

6. მარკ ტვენის დაბადება ჰალეის კომეტის სტუმრობას დაემთხვა. მან იწინასწარმეტყველა, რომ სიცოცხლეს კომეტის მომდევნო სტუმრობისას დაასრულებდა. ის წერდა„ეს ორი გამოუცნობი მაიმახი, როგორ ერთადაც მოვიდნენ, ისე ერთად დატოვებენ დედამიწას“. იგი ჰალეის კომეტის დაბრუნებიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.

7. 2006 წელს ტელეწამყვანმა სტივენ კოლბერტმა ზედმიწევნით ზუსტად იწინასწარმეტყველა ოსკარის ყველა მსხვილი გამარჯვებული. და ეს ყველაფერი ხუმრობით.

8. პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა ბრძანა რაც შეიძლება ბევრი ფოტო გადაეღოთ საკონცენტრაციო ბანაკების თემაზე, რადგან თვლიდა, რომ მომავალში ბევრი ჰოლოკოსტის არარსებობის მტკიცებას დაიწყებდა.

9. ერთ-ერთმა სათამაშოების კომპანიამ, რომელიც ჰელოუინის კოსტუმებს და ნიღბებს აწარმოებს, ზუსტად გამოიცნო ბოლო 4 პრეზიდენტის ვინაობა, ამზადებდა რა მათ ნიღბებს არჩევნებამდე.

10. ცნობილმა ეკონომისტმა ბარტონ ბიგსმა წლებით ადრე იწინასწარმეტყველა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

11. 1850 წელს გამოიგონეს ამინდის პროგნოზის ხელსაწყო, რომელშიც წურბელებს იყენებდნენ. ამ ხელსაწყოს მეშვეობით მოხერხდა 1850 წლის 51 საათიანი შტორმის პროგნოზირება

bu.com.ge