22 კილოგრამიანი სპანიელი დიეტაზე დასვეს

22 კილოგრამიანი სპანიელი დიეტაზე დასვესამერიკის ალაბამის შტატში კავალერ კინგ-ჩარლზ-სპანიელის ჯიშის ძაღლი, რომლის წონა 22 კილოგრამს შეადგენდა, დიეტაზე დასვეს.

ძაღლს, სახელად ების, ზედმეტი წონის პრობლემა ფიზიკური აქტივობის ნაკლებობისა და ადამიანისთვის განკუთვნილი საკვების მიღების გამო შეექმნა. როგორც კი ძაღლის პატრონის მეზობლებმა შენიშნეს, რომ ცხოველი ძალიან სწრაფად იმატებდა წონაში და უკვე გაჭირვებით ახერხებდა სიარულს, ცხოველთა დახმარების ცენტრში დარეკეს.

დაწესებულების თანამშრომლები ძაღლის პატრონებს დაუკავშირდნენ და დაარწმუნეს, რომ სპანიელი მათთვის გადაეცათ, რათა მისთვის სწორი კვება უზრუნველეყოთ.

ები ქალაქ ბირმინგემის ცხოველთა დახმარების ცენტრში მოხვდა. დაწესებულების თანამშრომელმა ბრიტნი უილკმა ცხოველი დიეტაზე დასვა, ასევე ავარჯიშებდა სირბილსა და აუზში.

შედეგად სპანიელმა წონაში 9 კილოგრამი დაიკლო და ახლა უკვე მას ახალი პატრონიც ჰყავს.