78 წლის ასლან აბაშიძეს 45 წლის ქალმა მესამე შვილი გაუჩინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ვაჟიშვილი შეეძინა.

ასლან აბაშიძე 13 წელია, მოსკოვში ცხოვრობს. მისი მესამე შვილიც სწორედ იქ დაიბადა.

უმცროსი აბაშიძე აპრილში დაიბადა და მას ალექსანდრე დაარქვეს.

ასლან აბაშიძე 78 წლისაა. მას გარდაცვლილ მეუღლესთან – მაგული გოგიტიძესთან, ორი შვილი – დიანა და გიორგი, ასევე შვილიშვილები ჰყავს. ხოლო იმ ქალის სახელი და გვარი, რომელმაც ასლან აბაშიძეს შვილი გაუჩინა, უცნობია.

როგორც AMBEBI.GE-ს ასლან აბაშიძის ყოფილმა პრესმდივანმა თამაზ ბაკურიძემ განუცხადა, აჭარის ყოფილ მეთაურს შვილი დაახლოებით ერთი თვის წინ შეეძინა.

– ჩემს ქობულეთელ ახლობელს ვესაუბრებოდი მოსკოვში. ის რამდენიმე წელია, მოსკოვში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სრულიად შემთხვევით საუბრისას მითხრა, რომ ასლან აბაშიძეს ვაჟი შეეძინა. ნამდვილი ამბავია და ცაში დაფრინავს, ისე უხარიაო, – განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.
ბაკურიძის ცნობით, ასლან აბაშიძეს ბათუმში ყოფნის ბოლო წლებში თავისზე ბევრად ახალგაზრდა ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც მოსკოვში გადასვლის შემდეგ თან წაიყვანა.

სწორედ მან გაუჩინა მესამე შვილი აჭარის ყოფილ მეთაურს.

ასლან აბაშიძის მესამე შვილის დედა 45 წლამდე ასაკისაა.

ნინო ხოზრევანიძე, AMBEBI.GE

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018