ახალციხეში 82 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო _ სასაფლაოდან დაბრუნებულს უთქვამს, მეუღლე მომენატრაო

ახალციხეში 82 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო _ სასაფლაოდან დაბრუნებულს უთქვამს, მეუღლე მომენატრაოუბედური შემთხვევა მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტში.

სოფელ არალში 82 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი გუშინ, მეუღლის საფლავზე იმყოფებოდა, დაბრუნებულმა კი თქვა, რომ მეუღლე მოენატრა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ghn.ge