აშშ-ში ხვლიკი პოლიციის ოფიცერი გახდა

აშშ-ში ხვლიკი პოლიციის ოფიცერი გახდაამერიკის არიზონის შტატის ქალაქ ეივონდიელის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელებმა სამსახურში აიყვანეს ხვლიკი

ამის თაობაზე ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში საკუთარ გვერდზე განათავსეს.
წვეროსანმა აგამამ, სახელად აირომ, ფიცი დადო და პოლიციის სამკერდე ნიშანი მიიღო.

რეპტილია არიზონის პოლიციის დეპარტამენტში 2016 წლის აპრილში მოხვდა, რათა მას ყნოსვით მიეგნო ზოგიერთი სახის ნარკოტიკისთვის.
ექსპერტების აზრით, ამ ხვლიკებს მახვილი ყნოსვა აქვთ და აკრძალული ნივთიერების აღმოჩენაში პოლიციელებს გაწვრთნილ ძაღლებზე უკეთ დაეხმარებიან.