ავტობანზე მიკროავტობუსი ამობრუნდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ავტობანზე მიკროავტობუსი ამობრუნდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანიავტობანზე, რუის-ურბნისის მონაკვეთზე, მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა.

როგორც მომხდართან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, საქმე 276-მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) აღიძრა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ლილოდან მოდიოდა.