ექიმები პაციენტებსაც ძარცვავენ და ბიუჯეტსაც

„ოცნება“ თავისი ხუთწლიანი მოღვაწეობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ე.წ. უფასო ჯანდაცვას მიიჩნევს. ზერელედ თუ შევხედავთ, მართლაც, კარგია, რომ ადამიანებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას სახელმწიფო უფინანსებს, მაგრამ ამ საქმეში ჩახედულები სრული პასუსიხმსგებლობით აცხადებენ, რომ სახელმწიფო დაზღვევა სრული ბლეფია და ყველაფერ ამით ცალკეული ადამიანები სერიოზულ ფულს შოულობენ.
სხვათა შორის, იმაზე, რომ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ გარკვეული კორუფციული თუ სხვა სახის დარღვევები იკვეთება თავის დროზე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიანიშნეს. ზოგადად, თუ სახელმწიფო დაზღვევაში კორუფციის ნიშნები რეალურად არსებობს, მაშინ ამ საკითხით შესაბამისი საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერსდნენ, თუმცა როგორც „ნიუპოსტს“ უხსნიან, სქემა ისეთი ჩახლართულია, რომ შერლოკ ჰოლმსიც კი ვერ გაარკვევს, რა ხდება.

– ჯანდაცვის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ კლინიკები პაციენტებს ატყუებენ, თითქოს ესა თუ ის ნუზოლოგია სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება, ან ნაწილობრივ ფინანსდება და ამიტომ მომსახურების საფასური თვითონ უნდა გადაიხადონ. არადა, სინამდვილეში, სახელმწიფო კონკრეტულ ოპერაციას აფინანსებს, ანუ გამოდის, რომ ერთ სამედიცინო მანიპულაციაში კლინიკა ორმაგ გასამრჯელოს იღებს: ცალკე სახელმწიფოს სძალავს ფულს და ცალკე – პაციენტს. როცა ადამიანი ავადაა, ასეთ დეტალებს არ უღრმავდება და მარტო იმაზე ფიქრობს, ოღონდ გამოვჯანმრთელდე და ნებისმიერ თანხას გადავიხდიო, – აცხადებს ,,ნიუპოსტის“ წყარო. მისივე თქმით, ისეთი ეკონომიკური დონის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სამედიცინო სფერო მომგებიანი ბიზნესი არ უნდა იყოს, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც ჩვენი თანამოსაუბრე ამბობს, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებები სოკოებივით მრავლდებიან.

– ზოგადი ლაპარაკი რომ არ გამომოვიდეს, კონკრეტიკაზე გადავალ. ავიღოთ, მაგალითად, ე.წ. „ემერჯენსები“. ემერჯენსი, ანუ მიმღები განყოფილება ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია და ახლავე აგიხსნით, რატომაც: როცა პიროვნება ავად ხდება, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, უმეტეს შემთხვევაში, მიმღებში მიჰყავს, სადაც პაციენტს პირველად გამოკვლევებს უტარებენ და, მაქსიმუმ, 24 საათის შემდეგ შესაბამის განყოფილებაში გადაამისამართებენ. აი, ფული სწორედ ამ „ემერჯენსებში“ კეთდება.

როგორც გვეუბნებიან „ემერჯენის“ სრულფასოვნად გამართვას, მინიმუმ, 50 ათასი სჭირდება, ანუ როგორც წყარო ამბობს, მიმღებს ერთი საწოლი მაინც უნდა ჰქონდეს, თავისი დამატებითი აღჭურვილობით (მაგალითად, ხელოვნური სუნთქვის აპარატი), მაგრამ თბილისში ბევრია ისეთი „ემერჯენსი“, რომელსაც არათუ სპეცაპარატურა აქვს, არამედ, ერთ ჩვეულებრივ ოთახშია განთავსებული.

– აი, სწორედ ესაა ფულის საჭრელი მანქანა. სიმართლე რომ ითქვას, ეს ძველი პრობლემაა, ანუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსი წინ, მაშინდელმა ხელისუფლებამ, ხალხი რომ დაესაქმებინა, სპეციალური დადგენილება მიიღო, რითაც წითელი შუქი აუნთო კუსტარული „ემერჯენსების“ გახსნას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა, მსხვილი კლინიკების ხელმძღვანელებმა ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართეს, რომ აღნიშნული დადგენილების ანულირება მოეხდინა და კუსტარული „ემერჯენსები“ გაეუქმებინა, მაგრამ სერგეენკომ სახელდახელო მიმღებები კი არ გააქუმა, არამედ, მეორე დონის სტატუსი მიანიჭა და, შესაბამისად, ისინი ისევ ფუნქციონირებენ.

ასეთი „ემერჯენსების“ დაფინანსება ბიუჯეტიდან ხდება, რაც თავისთავად აჩვენს ეჭვს, რომ ამ სქემით ვიღაც ფულს შოულობს, – აღნშნავს „ნიუპოსტის“ რესპონდენტი.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის შესახებაც ხშირად საუბრობენ არის ის, რომ კლინიკებში პაციენტებს აბსოლუტურად არასაჭირო გამოკვლევებს უტარებენ, ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ადამიანს, მაგალითად, გული აწუხებს, მაგრამ არწმუნებენ, რომ კუჭის, ღვიძლის, ან სხვა სახის პრობლემებიც აქვს და გამოკვლევა-მკურნალობა აუცილებლად ამ კუთხითაც უნდა ჩაუტარდეს.

– რასაც გეუბნებით, ვინმესგან კი არ მომისმენია, არამედ, პრადად მე შემემთხვა: ერთ-ერთი რესპექტაბელურ კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია გავიკეთე. თავიდან მითხრეს, რომ ოპერაცია სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდებოდა, მაგრამ ბოლოს, ისე გამოიყვანეს, რომ 2.000 ლარამადე გადახდა მომთხოვეს, რაზეც უარი განვაცხადე. კლინიკის იურისტი დამემუქრა, რომ თუ ამ თანხას არ გადავიხდიდი, სასამართლოში მიჩივლებდა. კი ბატონო, მიჩივლეთ-მეთქი, იქით შევუტიე და თავი გამანებეს. ამას გარდა, ოპერაცია ორი-სამი დღის გაკეთებული მექნებოდა, უცებ რომ მითხრეს, ინტესნიურ განყოფილებაში უნდა გადაგიყვანოთ და სხვა გამოკვლევებიც ჩაგიტაროთო. დავინტერესდი, რატომ გახდა საჭირო სხვა გამოკვლევების ჩატარება.

ამ კითხვაზე პასუხი არ გამცემს და პირში ბურთი ჩამჩარეს, პაციენტს ვინ მისცა უფლება, კითხვები დასვასო. მოკლედ, დიდი გაწევ-გამოწევის მერე, ინტენსიურ განყოფილებაში არ გადავედი. საავადმყოფიდან რომ გამომწერეს, დავინტერესდი, მართლა რამე მჭირდა თუ არა და ნაცნობ ექიმთან მივედი, რომელმაც გამსინჯა, ანალიზებიც ამიღო და მითხრა, არაფერია საგანგაშოო. მანვე ამიხსნა, თუ რატომ უნდოდათ ქირურგიული განყოფილებიდან ჩემი ინტენსიურში გადაყვანა, ანუ როგორც გავიგე, ინტენსიურში ერთი დღეც რომ დავრჩენილიყავი, უფასო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კლინიკა სახელმწიფისგან დამატებით თანხას მიიღებდა, – უყვება „ნიუპოსტს“ ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ უცხოეთში რომ წასულიყო, ოპერაცია და მკურნალობა უფრო იაფი დაუჯდებოდა.

ამას გარდა, კიდევ ერთი პრობლემა, რომლის შესახებაც სამედიცინო ბიზნესში ჩახედულები ლაპარაკობენ, ისაა, რომ ეს სფერო მონოპოლიზირებულია. კერძოდ, რამდენიმე კლინიკის მფლობელი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებთან არის დაახლოებული, შესაბამისად, ე.წ. უფასო ჯანდაცვით გათავლისწინებული თანხები ბიუჯეტიდან დროულად მარტო ამ ორ-სამ კლინიკას ერიცხება, დანარჩენი სამედიცინო დაწესებულებები კი, პრინციპში, გაკოტრების პირას არიან – არათუ მედპერსონალის ხელფასს ვერ არიგებენ, არამედ, საჭირო მედიკამენტებსაც ვერ ყიდულობენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ბიზნესში რამდენიმე ბანკიც მონაწილეობს.

– ეს არაპროფილური ბიზნესია, რაც იგივე ბანკებს საშუალებას აძლევს, რომ მონოპოლისტები გახდნენ, – ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელიც აქვე დასძენს, რომ სამედიცინო სფეროში კიდევ სხვა უმარავი პრობლემა არსებობს, რაზეც ხელისუფელბა თვალს ხუჭავს.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018