გურიასთან ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 4 პირი

გურიასთან ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 4 პირიგურიასთან ახლოს, ახალ ავტობანზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით აღიძრა, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არაოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.