ხაშურის მფრინავი ჰამაკი 25 მილიონზე მეტმა უცხოელმა ნახა

ხაშურის მფრინავი ჰამაკი 25 მილიონზე მეტმა უცხოელმა ნახახაშურის ცაზე გამოჩენილი მფრინავი ჰამაკი მსოფლიო პოპულარობას იძენს.

ვიდეო, სადაც კარგად ჩანს როგორ დაფრინავს მამაკაცი ჰამაკით ხაშურის ცენტრში, საერთო ჯამში, ფეისბუქის გვერდზე ამ ეტაპისთვის უკვე 25 მილიონზე მეტმა უცხოელმა ნახა.

მფრინავ ჰამაკზე ასევე წერენ ისეთი საერთაშორისო გამოცემები, როგორებიცაა „დეილი მეილი“ და „მირორი“.