კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ჩანაწერი გაკეთდება

კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ჩანაწერი გაკეთდებაპარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციას ემატება  მე-11 თავი, რომელიც მხოლოდ ერთ საკითხს უკავშირდება.

– მე-11 თავი არის გარდამავალი დებულება, რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთ მუხლს. ეს მუხლი ეხება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და ერთგვარი დავალების ფორმით არის ნორმა ჩამოყალიბებული. ჩვენ პრიორიტეტი საგარეო კურსის თვალსაზრისით ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. ეს ამოცანა არის დროებითი თავის შინაარსით, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის დახურლ სხდომაზე.

მსგავსი ჩანაწერის გაკეთებას  კონსტიტუციაში მესამე სექტორიც ითხოვდა.