ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა

ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევასერგეი ლავროვი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს, სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

– რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 18-19 აპრილს სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ეწვევა. 18 აპრილს, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აფხაზეთში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ცერემონიაში. 19 აპრილს, სოხუმში, სერგეი ლავროვსა და აფხაზეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

ზახაროვას თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები ორმხრივი ურთიერთობების ძირითად საკითხებს განიხილავენ, ასევე აფხაზეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცებისა და რუსეთ-აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ურთიერთქმედების კოორდინაციის საკითხს.