მოწევას შეძლებთ მხოლოდ სახლში და ციხეში

მოწევას შეძლებთ მხოლოდ სახლში და ციხეშიკანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მსომენით მიიღო.

ცვლილებები ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა.

აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსორობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები.

ცვლილების მიხედვით, თამბაქოს კოლოფებზე გაიზრდება სამედიცინო გაფრთხილების ზომა და დატანილი იქნება პიქტოგრამებიც. ასევე, დარეგულირდება ელექტრონული სიგარეტის საკითხი.

პარლამენტში კანონპროექტის მეორე მოსმენაზე, კანონის მიღების შემდეგ მისი ადმინისტრირების წესი უნდა გადაწყდეს.