ნაგავსაყრელის ჩამონგრევამ შრი-ლანკაში 16 ადამიანი იმსხვერპლა

ნაგავსაყრელის ჩამონგრევამ შრი-ლანკაში 16 ადამიანი იმსხვერპლა16 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი, დაიღუპა შრი-ლანკაში ნაგავსაყრელის ჩამონგრევის გამო.

ნაგავსაყრელი ქალაქის ღარიბ უბანში იყო განთავსებული.

ნაგავსაყრელი, რომლის სიმაღლე 90 მეტრს აღემატებოდა, წვიმების გამო ჩამოინგრა და ღარიბების საცხოვრებელ სახლებს დაეცა.

უბნის მოსახლეობა ყოველდღიურად აფრთხილებდა ქალაქის ხელისუფლებას, რომ ეს ნაგავსაყრელი გაეტანათ. მასზე ყოველდღიურად 80 ტონამდე ნარჩენები, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ემატებოდა.

დაზარალებულთა სახლების ნაწილის გაწმენდა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. სავარაუდოდ, ნანგრევების ქვეშ კიდევ იმყოფებიან ადამიანები და მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

ნიუპოსტი