პაატა ბურჭულაძე სანტკ-პეტერბურგში საოპერო დასს უხელმძღვანელებს

პაატა ბურჭულაძე სანტკ-პეტერბურგში საოპერო დასს უხელმძღვანელებსსაოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე სცენას დაუბრუნდა და ხანმოკლე განშორების შემდეგ მორიგი მსოფლიოს პრემიერისთვის ემზადება.
პრემიერამდე, რომელიც 12 მაისს ლონდონის სამეფო თეატრში გაიმართება, პაატა ბურჭულაძე რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში ჩავა, სადაც მიხაილოვის სახელობის საოპერო დასს უხელმძღვანელებს.
მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს ქართველ ბანს 18 აპრილს წარუდგენენ, თუმცა თანამდებობაზე ოფიციალურად მუშაობას პაატა ბურჭულაძე 1 ივლისიდან დაიწყებს.

თანამდებობის დაკავების გარდა, პაატა ბურჭულაძე საოპერო სპექტაკლებშიც მიიღებს მონაწილეობას და მსმენელისთვის სხვადასხვა პარტიებს იმღერებს.
ბერლინსა და სანკტ-პეტერბურგში კი ქართველ ბანკს ვოკალის აკადემიების გახსნა აქვს დაგეგმილი.