პაულო დიბალა იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

პაულო დიბალა იუვენტუსთან ახალ კონტრაქტს გააფორმებსტურინის იუვენტუსის არგენტინელი შემტევი პაულო დიბალა იუვესთან მალე ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამის შესახებ ინფორმაცია თვითონ ფეხბურთელმა დაადასტურა.

დიბალას თქმით ტურინში ის თავს იდეალურად გრძნობს და არაფრის შეცვლა არ სურს. გარდა ამისა, ახალი კონტრაქტის თანახმად დიბალას გაცილებით მეტი ანაზღაურება ექნება და წლიურად ის 7 მილიონ ევროს მიიღებს.

დიბალას სატრანსფერო ფასი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან ბარსელონას კარში ორი გოლის გატანა შეძლო.

პაულოს შეძენა ბევრ გუნდს სურს, მაგრამ როგორც ჩანს მათ მოცდა მოუწევთ, რადგან დიბალა იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს.