ქედაში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა, დაშავებულია 8 ადამიანი

ქედაში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა, დაშავებულია 8 ადამიანიქედაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 8 ადამიანი დაშავდა. 4 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინტერპრესნიუსი