”რაც უფრო მეტი ენა მოვისმინე, მით უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი ტკბილი, ღმერთივით სალოცავი ქართული”

”რაც უფრო მეტი ენა მოვისმინე, მით უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი ტკბილი, ღმერთივით სალოცავი ქართული”რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე ნანა მეფარიშვილმა ასეთი პოსტი დადო:

– რვა წლიანი ემიგრაციის პერიოდში არაერთხელ დამმართია ასეთი რამ –
ქუჩაში, სადაც მრავალ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები დააბიჯებენ, მგონებია, რომ ყველა ქართულად საუბრობს…
უამრავჯერ გავიგონე ქართული გადაძახილი იქ, სადაც წარმოუდგენლად შეუძლებელი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ მიმიხედავს, რომ მაინც დავრწმუნებულიყავი…
არასოდეს მქონია სიზმარი, სადაც უცხო ენაზე საუბარს ვწვალობდი…
ხშირად მოხუცისათვის უნებლიეთ ქართულად გამიცია პასუხი…
და რაც უფრო მეტი ენა მოვისმინე, მით უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი ტკბილი, ღმერთივით სალოცავი ქართული…
ენით აღუწერელია ჩემი მადლიერება ღმერთის წინაშე
მართლმადიდებლობისათვის, საქართველოსათვის, ქართველობისათვის, ქართული ენისათვის…
ყველას გილოცავთ დედა-ენის -“იავნანის” მგალობელი ენის დღეს!