სოსო ოხანაშვილის კადრები საპატრიარქოდან გაუშვეს

სოსო ოხანაშვილის კადრები საპატრიარქოდან გაუშვესრამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ პატრიარქის პირადი მძღოლი და დაცვის წევრები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ფაქტი “ნიუპოსტს” ილია II-ის ყოფილმა დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა დაუდასტურა.

ოხანაშვილი აცხადებს, რომ ყველა გათავისუფლებული მისი კადრია.

ოხანაშვილის განცხადებით, ის დეტალებს გათავისუფლებულებთან გაარკვევს.

– ყველა ჩემი კადრია, ვინც იქ მუშაობდა. ყველა კარგი ბიჭი იყო, გამოვრიცხავ, რომ რამე შეეშალათ, – აღნიშნა ოხანაშვილმა.