სპილომ სპლიყვი ნიანგისგან იხსნა

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ალექსანდრ მაკანგამ ვიდეოზე გადაიღო ნიანგის სპლიყვზე თავდასხმის მომენტი.

მის მიერ იუთუბიში განთავსებული ვიდეორგოლი 270 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.
ინციდენტი მალავიში ლივონდეს ეროვნულ პარკში მოხდა. მტაცებელმა პატარა სპილოს პირი ხორთუმში სტაცა, რომელიც სპილოების ჯოგთან ერთად იყო მისული წყალსატევთან.

სპილოებმა ჯერ შეშინებულებმა უკან დაიხიეს და პატარები ზურგს უკან დამალეს, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთი მოზრდილი სპილო სპლიყვისკენ გაქანდა, დაეხმარა, ხორთუმი გაენთავისუფლებინა მტაცებელისგან და შემდეგ ნიანგი იძულებული გახადა, გაქცეულიყო.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018