თმის ცვენას ვაჩერებთ

თმის ცვენას ვაჩერებთთმის ცვენის შეჩერებას ეხმარება შინაური საშუალებები.
2 წილი ოროვანდი, 2 წილი სვიის გირჩები, 1 წილი კოთხუჯის ფესურა აურიეთ. 2 სუფრის კოვზ ნარევს 1 ლიტრი წყალი დაასხით, 10 წუთი ადუღეთ, გაწურეთ და დაბანის შემდეგ თმაზე გადასავლებად გამოიყენეთ.
100 გრამი დაქუცმაცებული ქაცვის ტოტები (შეიძლება გამხმარი ფოთლებით) 1 ჭიქა წყალში 10 წუთი ადუღეთ. ნახარში გააგრილეთ და თმის ძირებში შეიზილეთ.
“სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ