თურქეთში პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა

თურქეთში პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდათურქეთში პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. საფრენი აპარატის ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა.

ბორტზე მყოფთა შორის იყვნენ 7 პოლიციელი, 2 მოსამართლე და ეკიპაჟის 3 წევრი.

თურქული სააგენტოების ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. ბორტზე მყოფი მოსამართლეები საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ.

სამძებრო–სამაშველო სამუშაოებში სამხედროები და მაშველები ჩაერთვნენ.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

pia.ge