ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა

ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა86 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
საქართველოს სახალხო არტისტი ჟანეტა არჩვაძე ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა და წლების განმავლობაში მიჰყავდა როგორც საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“, ასევე, სხვადასხვა მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემა.
2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეზე, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძეს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.