ავსტრალიაში ზვიგენის თავდასხმას გოგონა ემსხვერპლა

ავსტრალიის ქალაქ ესპერანსაში დაიღუპა 17 წლის გოგონა, რომელიც მამასთან ერთად ზღვაზე სერფინგით დასრიალებდა და რომელსაც თავს ზვიგენი დაესხა.
ზვიგენმა გოგონას ფეხი მოაგლიჯა. ექიმები პირველადი დახმარების აღმოჩენას გოგონასთვის უილის ყურეში მდებარე პლაჟზე შეეცადნენ, შემდეგ კი ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.
ზვიგენის თავდასხმის შემდეგ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პლიაჟი 48 საათით დახურა. სერფერები და დამსვენებლები გააფრთხილეს მტაცებლების შესაძლო თავდასხმის თაობაზე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018