ამერიკელ პორნომსახიობს გადაღებისას ზვიგენმა უკბინა – ვიდეო

პორნომსახიობ მოლინ კავალის, ფლორიდის შტატში, წყალქვეშა გადაღებების დროს თავს ზვიგენი დაესხა. Daily Mirror-ის ინფორმაციით, მტაცებელმა 33 წლის ქალს ფეხის გულზე უკბინა. ინციდენტის თვითმხილველებმა მისი წყლიდან დროულად ამოყვანა მოახერხეს. დაზიანებულ ადგილზე 20-ზე მეტი ნაკერის დადება გახდა საჭირო.

მოდელმა Instagram-ზე მადლობა გადაუხადა თაყვანისმცემლებს მხარდაჭერისთვის და დაწერა, რომ სწრაფად იკურნება და თავს კარგად გრძნობს.

ზვიგენის თავდასხმის დროს, კავალის ერთ-ერთი პორნოსაიტისთვის სარეკლამო რგოლში იღებდნენ. ორგანიზატორები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გალია, სადაც ქალი იყო მოთავსებული, დაიცავდა მას ზვიგენებისგან და ვერ განსაზღვრეს, რომ ბადეში მტაცებელი შეღწევას მოახერხებდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018