არაბმა თერაპევტმა ცოლის „სწორად ცემის“ ვიდეოკურსი ჩაატარა

არაბი ოჯახის თერაპევტი და ფსიქოლოგი ხალედ ალ-საკაბი მეუღლის ”სწორად ცემის” საკითხზე ვიდეოკურსს ატარებს. ინფორმაციას გამოცემა The Independent-ი ავრცელებს.

იგი საკუთარ ვიდეო გაკვეთილს შემდეგი სიტყვებით იწყებს: “კითხვა, თუ როგორ უნდა ვცემოთ მეუღლე, რთული და ორაზროვანია, გამოუცდელებს ამ გზაზე მრავალი საფრთხე ელოდებათ”.

თუმცა, ექიმი ასევე  დასძენს, რომ თუ ეს ალაჰის ნება იქნება, მეუღლის ცემა აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ გარკვეული წესის დაცვით.

როგორც ალ საკაბი მსმენელს ურჩევს, მეუღლე იმისთვის უნდა სცემონ, რათა მათ ისწავლონ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ. მისი განმარტებით,”ცემა აღშფოთებისა და გაბრაზების გარეშე უნდა მოხდეს”.

იგი მოქალაქეებს ურჩევს მეუღლის ცემისას არ გამოიყენოთ ჯოხები და სხვადასხვა საგნები.  ფსიქოლოგის განმარტებით,  დასაშვებია სპეციალური კბილების გაწმენდი ჯაგრისის გამოყენება, რომელიც არყის ხის ტოტებისგან მზადდება, ან ასევე შესაძლებელია დაკეცილი ცხვირსახოცით ცემა.

“სამწუხაროა, რომ ბევრი ქმარი ჯოხს გამოიყენებს“, – აცხადებს სინანულით ექიმი. ფსიქოლოგის განმარტებით, საჭიროა მეუღლეებმა ამ მიზნით ქალებს უფლებები და ალაჰის ვალდებულებები შეახსენონ

“სამწუხაროდ, ბევრ მეუღლეს სჯერა, რომ მამაკაცთან თანასწორია. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, “- განაცხადა თერაპევტმა.

საუდის არაბეთში  ქალთა უფლებები ძალიან  შეზღუდულია. კერძოდ, მათ ეკრძალებათ  ავტომობილის მართვა ეკრძალებათ და მამაკაცი იღებს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქორწინება, მოგზაურობა და უმაღლესი განათლება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018