ბრი­ტა­ნუ­ლი იახ­ტა ვე­შაპს შე­ე­ჯა­ხა და ჩა­ი­ძი­რა

დი­დი ბრი­ტა­ნე­თის სა­მი მცხოვ­რე­ბი გა­და­არ­ჩი­ნეს იახ­ტი­დან, რო­მე­ლიც ვე­შაპ­თან შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად იძი­რე­ბო­და. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა დე­ი­ლი მი­რო­რი ავ­რცე­ლებს.

ბრი­ტა­ნუ­ლი იახ­ტა ვე­შაპს ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში პორ­ტუ­გა­ლი­ის კუნ­ძულ ტერ­სე­ი­რა­დან, რო­მე­ლიც აზო­რის არ­ქი­პე­ლაგ­ში შე­დის, ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით 570 კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე შე­ე­ჯა­ხა. იახ­ტა­ზე მყო­ფე­ბი არ და­შა­ვე­ბუ­ლან, თუმ­ცა თა­ვად ხო­მალ­დი და­ზი­ან­და და ჩა­ძირ­ვა და­იწ­ყო.

ეკი­პა­ჟის მი­ერ გაგ­ზავ­ნი­ლი უბე­დუ­რე­ბის მა­უწ­ყე­ბე­ლი სიგ­ნა­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა მაშ­ვე­ლებ­მა მი­ი­ღეს. მათ იახ­ტსმე­ნე­ბის მო­სა­ძებ­ნად ორი სამ­ხედ­რო თვით­მფრი­ნა­ვი გაგ­ზავ­ნეს, თუმ­ცა მა­ნამ­დე მეზ­ღვა­უ­რე­ბის აყ­ვა­ნა იქ­ვე ახ­ლოს აღ­მო­ჩე­ნილ­მა სა­ვაჭ­რო ხო­მალ­დმა მო­ას­წრო, რო­მე­ლიც ლი­ბე­რი­ის დრო­შით ავი­ლე­სის პორ­ტის­კენ მი­ცუ­რავ­და.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018