მსუქანი ზღარბი ღობეში გაიჭედა

ბრიტანეთის კენტის საგრაფოს ქალაქ კენტბერიში ღობეში გაჭედილი მსუქანი ზღარბი გადაარჩინეს. ამ ინფორმაციას ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.
სახლის პატრონმა, რომლის მახლობლადაც მოხდა ინციდენტი, უნებურად ბაღში შემძვრალი გარეული ცხოველი შეაშინა. ზღარბმა გადაწყვიტა, თავისთვის გაქცევით ეშველა, შეეცადა, ღობის გისოსებში გამძვრალიყო, მაგრამ გაიჭედა.
ქალმა ცხოველის გათავისუფლება დამოუკიდებლად ვერ შეძლო და დახმარებისთვის ცხოველთა დაცვის სამეფო საზოგადოებას მიმართა. ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ზღარბი ტყვეობიდან გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ცხოველი არ დაშავებულა.
– ის ძალიან იყო შეშინებული და ცდილობდა, გისოსებისთვის როგორმე თავი დაეღწია, – განაცხადა ცხოველთა დაცვის საზოგადოების თანამშრომელმა დებორა პერტმა, – ვცდილობდი, ზღარბი ყოველმხრივ გამემხნევებინა, რომ დამშვიდებულიყო. ამისთვის დიდი მოთმინება იყო აუცილებელი.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018