რას ნიშნავს არხების სამგანზომილებიანი დაბჟენა

ენდოდონტია თერაპიული სტომატოლოგიის ნაწილია, რომელიც სწავლობს კბილის არხების ანატომიას, ფიზიოლოგიას, დაავადებებს და მათი მკურნალობის მეთოდებს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ეს არის ოდონტოქირურგიული ჩარევა კბილის შენარჩუნების მიზნით.

რა არის ენდოდონტია და რას ნიშნავს არხების სამგანზომილებიანი დაბჟენა, ამ თემებზე ენდოდონტისტი ეკა ჩიხრაძე საუბრობს.

ეკა ჩიხრაძე:

– კბილის ფესვებს აქვთ არხების საკმაოდ რთული ანატომიური სისტემა.

დღევანდელ დღემდე ჩვენ არ გვქონდა ყველა განტოტების გუდაპერჩით შევსების საშუალება, იქ აღწევდა მხოლოდ სილერი, რაც ნაკლებად, მაგრამ მაინც იძლეოდა ბაქტერიული მიკროფლორის განვითარების რისკებს.

დღეისათვის, გერმანული ფირმის ახალი აპარატის დახმარებით, საშუალება გვაქვს არხების სამგანზომილებიანი დაბჟენის.

– რას გულისხმობს უმაღლესი ხარისხის ენდოდონტიური მკურნალობა?

– დღეისთვის უმაღლესი ხარისხის ენდოდონტიური მკურნალობა გულისხმობს შემდგომ ეტაპებს: ანესთეზიამიედო-ალ-დენტისტა-ანესტესიას, კოფერდამის დადებას, ენდოდონტიული ინსტრუმენტის არხში თავისუფალი მოთავსებისთვის შესასვლელის მომზადებას, რომელიც კარიესული ღრუს სწორი პრეპარირებით მიიღწევა. პულპის ანუ ნერვ-სისხლძარღვოვანი კონის და უცხო სხეულების მოცილებას არხიდან, არხის სამუშაო სიგრძის განსაზღვრას რენტგენის და აპექლოკატორის მეშვეობით. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც გვეხმარება შესაძლო გართულებების თავიდან აცილებაში. არხის მედიკამენტოზურ დამუშავებას ანტისეპტიკური ხსნარებით, რომელთა აქტივაცია ხდება ულტრაბგერითი ბუნიკებით, ინსტრუმენტულ დამუშავებას და ბოლო ეტაპია არხების დაბჟენა დღეისათვის უკვე 3დე ობტურატორით.

თითოეული ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია. პროტოკოლის დარღვევა იწვევს გართულებებს. თითქმის ყველა არაკორექტულად ნამკურნალევი კბილი მომავალში ხდება უამრავი უსიამოვნების მომტანი, უკიდურეს შემთხვევაში ეს უსიამოვნებები მთავრდება კბილის ამოღებით.

– რა მნიშვნელობა აქვს დაბჟენის ხარისხს?

– კბილის არხების მექანიკური დამუშავებაზე არანაკლები მნიშვნელოვანი მისი ობტურაცია ანუ შევსებაა, რადგან ზუსტად დაბჟენის ხარისხი განსაზღვრავს წარმატებულ ენდოდონტიურ მკურნალობას.

დღეისათვის ხარისხიან დაბჟენად ითვლება არხების განტოტებების მთელი სისტემის სამგანზომილებიანი ჰერმეტიზაცია, რაც ასრულებს საიმედო ბარიერის როლს პირის ღრუსა და პერიოდონტის ქსოვილებს შორის. ამისათვის აუცილებელია შეივსოს არხი ბიოლოგიურად ინერტული მასალით, მაქსიმალური ობტურირება მოახდინოს როგორც ძირითადი, ასევე ლატერალური და აცეზორული არხების, მჭიდროდ ჩაბეჭდოს ფესვის სანათურში გამომავალი დენტინის მილაკები, გამორიცხოს განმეორებითი ინფიცირების ალბათობა, არხში არსებული მასალა არ უნდა იყოს გაწოვადი.

ამ მოთხოვნებმა სტომატოლოგიურ ბაზარზე გააჩინა უამრავი ახალი მასალა, მეთოდი და ხელსაწყო. დღეისათვის ამ მხრივ დიდი უპირატესობა აქვს არხების სამგანზომილებიან ობტურაციას ცხელი თერმოპლასტიფიცირებული გუტაპერჩით. ეს მეთოდი გაცილებით სწრაფია ხარისხიანი შედეგის მისაღებად და პრაქტიკულად გამორიცხავს არხების დაბჟენის შემდეგ ინფიცირებას. ამასთან ამ მეთოდით დაბჟენის შემდეგ ხდება ლატერალური არხების ხარისხიანი ობტურაცია, ფესვის დაზიანების გარეშე.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018