რა არის მწვავე რინოსინუსიტი

რინოსინუსიტი  ცხვირისა და ერთი ან რამდენიმე პარანაზალური სინუსის ლორწოვანი გარსის ანთებაა. დაავადების განვითარების უხშირეს მიზეზს წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია. გაურთულებელი ვირუსული რინოსინუსიტი მკურნალობის გარეშე 7-10 დღეში უკუგანვითარდება.

რა არის რინოსინუსიტი, როგორია ამ დაავადების სიმპტომები და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, ამ თემებზე მზიური მედის ოტო-რინო-ლარინგოლოგი ფარნა ხოხაშვილი საუბრობს.

ფარნა ხოხაშვილი:

– ცხვირის დანამატი წიაღები – ჰაიმორის, ეთმოიდური, სფენოიდური, ფრონტალური – წარმოადგენს ცხვირის ღრუს გაგრძელებას. მათი საბოლოო ანატომიური ფორმირება შესაძლოა 18-20 წლის ასაკამდეც მიმდინარეობდეს, თუმცა უმრავლესი 5-12 წლის ასაკისათვის უკვე ჩამოყალიბებულია.

– რა არის რინოსინუსიტი?

– რინოსინუსიტი ცხვირისა და ერთი ან რამდენიმე პარანაზალური სინუსის ლორწოვანი გარსის ანთებაა. დაავადების განვითარების უხშირეს მიზეზს წარმოადგენს ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია. გაურთულებელი ვირუსული რინოსინუსიტი მკურნალობის გარეშე 7-10 დღეში უკუგანვითარდება.

– რა ხელშემწყობი ფაქტორები არსებობს მწვავე ბაქტერიული რინოსინუსიტის განვითრებისთვის?

– მწვავე ბაქტერიული რინოსინუსიტის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: გახანგრძლივებული მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ალერგიული რინიტი, სასუნთქი გზების დახშობა, გარემოს დამაბინძურებელი ფაქტორები და ატმოსფერული წნევის ცვლილება.

– როგორია ბაქტერიული სინუსიტის კლინიკური ნიშნები?

– ბაქტერიული სინუსიტის კლინიკური ნიშნებია: ხველა დღის საათებში, ჩირქოვანი გამონადენით ცხვირიდან, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, სახის ტკივილი და შეშუპება, ყელის ტკივილი და პირიდან უსიამოვნო სუნი. ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ პედიატრს ან ოტორინოლარინგოლოგს.

– რას ურჩევთ მშობლებს, კიდევ რას უნდა მიაქციონ ყურადღება?

– საყურადღებოა სწორი დიფერენციალური დიაგნოზის გატარება მწვავე ბაქტერიულ სინუსიტსა და ზედა სასუნთქი გზების მწვავე ვირუსულ ინფექციას, ალერგიულ და არაალერგიულ რინიტს, ცხვირის ღრუში უცხო სხეულის არსებობასა და ადენოიდების ჰიპერტროფიას შორის. ამიტომ სპეციალისტთან დროული ვიზიტი ყველაზე კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა.

– როგორ მიმდინარეობს მკურნალობა?

– ბაქტერიული სინუსიტის მკურნალობა მიმდინარეობს პერორალური – მედიკამენტის დასალევი ფორმის ანტიბიოტიკით და საჭიროებისას სიმპტომური საშუალებებით. მკურნალობის ხანგრძლივობა კი 7-10 დღეა.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018