რა დაავადებაა შაქრიანი დიაბეტი

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ჰიპერგლიკემიით, ანუ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებით.

არც ერთ სხვა ქრონიკულ დაავადებას არ ახლავს იმდენი გართულება რამდენიც შაქრიან დიაბეტს, რომელიც პრაქტიკულად ორგანიზმის ყველა სისტემას აზიანებს.

დღეისათვის მსოფლიოში 371 მილიონამდე ადამიანია დაავადებული დიაბეტით. ექსპერტთა აზრით 2025 წლისთვის მათი რაოდენობა 500 მილიონს მიაღწევს.

რა არის შაქრიანი დიაბეტი, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როდის უნდა მიმართოს ადამიანმა ენდოკრინოლოგს, ამ თემებზე არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი- ენდოკრინოლოგი ნანა ლევიძე  საუბრობს.

ნანა ლევიძე:

_ შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქრონიკული ჰიპერგლიკემიით, ანუ სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატებით.

არც ერთ სხვა ქრონიკულ დაავადებას არ ახლავს იმდენი გართულება რამდენიც შაქრიან დიაბეტს, რომელიც პრაქტიკულად ორგანიზმის ყველა სისტემას აზიანებს.

დღეისათვის მსოფლიოში 371 მილიონამდე ადამიანია დაავადებული დიაბეტით. ექსპერტთა აზრით 2025 წლისთვის მათი რაოდენობა 500 მილიონს მიაღწევს.

_ რა სიმპტომები ახასიათებს შაქრიან დიაბეტს?

_ სამწუხაროდ, დასაწყისში დიაბეტი ფარული მიმდინარეობით ხასიათდება და შესაძლოა რაიმე კლინიკური სიმპტომებით არ გამოვლინდეს თვეების და წლების განმავლობაში, თუმცა ფარული მიმდინარეობაც დიდ ზიანს აყენებს მთელ ორგანიზმს.

დიაბეტის კლინიკური სიმპტომების გამოვლენა ხდება მაშინ როდესაც უკვე დაზიანებულია პანკრეასის ბეტა უჯრედების 85-95%.

საყურადღებოა შაქრიანი დიაბეტის შემდეგი სიმპტომები: ხშირი შარდვა, მუდმივი წყურვილის გრძნობა, პირის სიმშრალე, წონის კლება, გაძლიერებული მადა, კანისა და სასქესო ორგანოების ქავილი, მხედველობის დაბინდვა, პარესთეზიები.

_ როგორ იმართება შაქრიანი დიაბეტი?

_ შაქრიანი დიაბეტის მართვისთვის არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა. ჩვენი კლინიკა ც ამ პროგრამაშია ჩართული. დიაბეტის პროგრამის მიზანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ამბულატორიული მეთვალყურეობის გაუმჯობესება და შესაძლო გართულებათა პრევენცია _ შემცირება.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018