ჩინელმა ნიანგი ჯერ გაასეირნა და მერე მწვადებად შეწვა

ჩინეთის პროვინცია ლიაონინის ქალაქ შენიანის მცხოვრებმა საბელშებმული ნიანგით ჯერ ქუჩაში გაისეირნა, შემდეგ კი მისგან მწვადები შეწვა.
წებოვანი ლენტით პირაკრული ნიანგი ქუჩაში თავის პატრონს უკანა ფეხებზე შემდგარი მიჰყვებოდა. უჩვეულო სანახაობამ უამრავი ადამიანი მიიზიდა, ზოგიერთი გამვლელი კი რეპტილიასთან სურათის გადაღებასაც ცდილობდა.
ჩინელმა ნიანგი თავის სამწვადესთან მიიყვანა, რის შემდეგაც ცხოველი დაკლა და მისი ხორცი გასაყიდად შეწვა.
რეპტილია დაახლოებით მეტრ-ნახევარი სიგრძის იყო. ის გამოზარდეს ფერმაში, რომელიც ნიანგებს სახორცედ ამრავლებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018