ხერხემლის რა პრობლემები აქვთ სასკოლო ასაკის ბავშვებს

სქოლიოზი ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით სასკოლო ასაკის ბავშვებში. სქოლიოზი არის ხერხემლის სვეტის `ეს~ ან `სი~ მსგავსი დეფორმაცია. უხშირესად ვლინდება ბავშვის აქტიური ზრდის პერიოდში, თუმცა შესაძლებელია იყოს გამოწვეული ტრავმის შედეგად. უმრავლეს შემთხვევაში სქოლიოზის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ხერხემლის რა პრობლემები აქვთ სასკოლო ასაკის ბავშვებს, რა არის სქოლიოზი, როგორ შეიძლება გამოვლინდეს გარეგნულად და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, ამ თემებზე ბავშვთა ორთოპედი ლაშა ძიძიგური საუბრობს.

ლაშა ძიძიგური:

_ სქოლიოზი ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში, განსაკუთრებით სასკოლო ასაკის ბავშვებში, სქოლიოზი არის ხერხემლის სვეტის `ეს~ ან `სი~ მსგავსი დეფორმაცია. უხშირესად ვლინდება ბავშვის აქტიური ზრდის პერიოდში, თუმცა შესაძლებელია იყოს გამოწვეული ტრავმის შედეგად. უმრავლეს შემთხვევაში სქოლიოზის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

_ როგორ შეიძლება გარეგნულად გამოვლინდეს სქოლიოზი?

_ სქოლიოზის შემთხვევაში გარეგნულად შესაძლოა გამოვლინდეს: მხრების და მენჯის ძვლების ასიმეტრია, კანის ნაკეცის ასიმეტრია წელის არეში _ ერთ მხარეს, ტკივილი ზურგის არეში, დიდი დეფექტის შემთხვევაში ხშირად ვლინდება სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები.

_ როგორ მკურნალობენ სქოლიოზს?

_ სქოლიოზის მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურია. მსუბუქი ფორმები არ საჭიროებს მკურნალობას.

_ როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

_ მკურნალობის ტაქტიკა მოიცავს სხვადასხვა ეტაპებს: მსუბუქი სქოლიოზის შემთხვევაში, თუ პაციენტმა დაასრულა ზრდა, მკურნალობა უხშირესად არ არის საჭირო.

მსუბუქი სქოლიოზის შემთხვევაში, როდესაც ბავშვს არ დაუსრულებია ზრდა, რეკომენდებულია ექიმის მეთვალყურეობა.

კორსეტის დანიშვნა ან ქირურგიული ჩარევა საჭირო ხდება სქოლიოზის შედარებით მძიმე ფორმების შემთხვევაში.

_ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს მსუბუქი სქოლიოზის დროს?

_ სქოლიოზის მსუბუქი ფორმების დროს რეკომენდებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, ცურვა.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018