ადვოკატი: „ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა“

ადვოკატი: „ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა“ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიიამ დაზიანებები თავად მიიყენა.

„გამორიცხული არაფერია“, – ასე უპასუხა ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტების შესაბამის შეკითხვას.

მისივე თქმით, თავად გამოკითხეს კაფე „ელ ცენტროს“ დაცვის თანამშრომლები, რომელთა თქმითაც, ინციდენტი არ იყო ისეთი მასშტაბის, რომ მასში ჩარეულიყვნენ.

– იყო მცირე ჩოჩქოლი. დაცვამ აღნიშნა, რომ დაახლოებით 5 მეტრის დაშორებით იყვნენ ამ ინციდენტიდან. დასტურდება ჩვენი მტკიცებულებებით, რომ ოთარ ფარცხალაძეს ამ ინციდენტში მონაწილეობა არ მიუღია და თორდიას მხრიდან წამოსული აგრესია განეიტრალდა ფარცხალაძის პირადი დაცვის მიერ. ეს იყო წამიერი ჩოჩქოლი, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, თორდიამ ოთარ ფარცხალაძეს მისალმების ფორმა დაუწუნა.