ადვოკატი: „ფარცხალაძის უდანაშაულობას დავამტკიცებთ“

ადვოკატი: „ფარცხალაძის უდანაშაულობას დავამტკიცებთ“საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები პრესკონფერენციის გამართვას ხვალისთვის გეგმავენ. როგორც აფვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოთარ ფარცხალაძე მზად არის გამოძიებას ნებისმიერ დროს მისცეს ჩვენება.

_ ჩვენი მხრივ, ვეძიებთ იმ ინფორმაციას, რომელიც ოთარ ფარცხალაძის უდანაშაულობას ადასტურებს. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით, ხვალისთვის გავმართავთ პრესკონფერენციას, რომელზეც დეტალურად ვისაუბრებთ იმ ფაქტებზე, რომელიც ჩვენთვის გახდება ცნობილი და რომელიც დაადასტურებს ფარცხალაძის უდანაშაულობას, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძე არ ყოფილა კონფლიქტის ინიციატორი, არამედ გამოიკვეთა პროვოცირების კონტურები.

თორდიას ფიზიკურად 12 მაისს გაუსწორდნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

თორდიას მტკიცებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა თავს.