ავარია საწარმოში – უბედური შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიწვა

ავარია საწარმოში - უბედური შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიწვა„საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ ელექტრო ცეხში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიწვა. პაციენტებს 80 % დამწვრობა აქვთ მიღებული.
დაშავებულებს უახლოეს პერიოდში თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვენენ.

როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით მომდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.