ამერიკელმა კონდიტერებმა “შეურაცხმყოფელი” ტორტების ცხობა დაიწყეს

ამერიკელმა კონდიტერებმა "შეურაცხმყოფელი" ტორტების ცხობა დაიწყესნიუ-იორკში გაიხსნა საცხობი, რომელიც აცხობს ტორტებს, რომლებზეც დატანებულია წარწერები, რომლებიც აღებულია ინტერნეტში განთავსებული შეურაცხმყოფელი კომენტარებიდან.
35 დოლარად კონდიტერები გამოგიცხობენ ტორტს სოციალურ ქსელში განთავსებული ერთ-ერთი გამონათქვამით და მას მის ავტორს გაუგზავნიან. შეურაცხმყოფელის მისამართის დადგენა დამატებითი თანხის გადახდითაა შესაძლებელი.
კომპანია ასევე ამზადებს ტორტებს, რომლებსაც ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამონათქვამები ამშვენებს და მათ თეთრ სახლს უგზავნის. ეს მომსახურება 30 დოლარი ღირს.
პროდუქციის ხილვა სერვისის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ერთ-ერთი ტორტი მორთულია ავიაკატასტროფაში დაღუპვის სურვილით. მეორეზე გაკეთებული წარწერის თანახმად, მისი გამგზავნის დედას ზედმეტი წონა აწუხებს. მესამე კი მყიდველს “ალქაჯს” უწოდებს.