აფეთქებაზე მანჩესტერში პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

აფეთქებაზე მანჩესტერში პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღორადიკალურმა ისლამისტურმა სახელმწიფო ისლამურმა სახელმწიფომ მანჩესტერ არენაზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.
შეგახსენებთ, მანჩესტერ არენაზე პოპ მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე აფეთქება გუშინ ღამე მოხდა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი კი 59-ს შეადგენს.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, თავდამსხმელი, რომელმაც თავი აიფეთქა, იდენტიფიცირებულია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მისი ვინაობა არ სახელდება.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა.

აფეთქების ხმამ პანიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორც გარბიან მსმენელები დარბაზიდან.