ბელა ჰადიდი დევიდ კომას ქართული ჩოხით გამოჩნდა

ბელა ჰადიდი დევიდ კომას ქართული ჩოხით გამოჩნდაამერიკელი მოდელი ბელა ჰადიდი ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას (დავით კომახიძე) მიერ ქართული ჩოხის ელემენტებზე შექმნილ სამოსში გამოჩნდა.

ლონდონში მოღვაწე დავით კომახიძეს, მოდის სფეროში დევიდ კომად იცნობენ. მას საკუთარი ბრენდი David Koma აქვს. 2013 წლიდან დღემდე კი, დავით კომახიძე “მუგლერის” შემოქმედებითი ხელმღძღვანელიც არის.

ბელა ჰადიდი დევიდ კომას ქართული ჩოხით გამოჩნდადევიდ კომამ დიდი ხანია წარმატებას მიაღწია. მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ისეთ ვარსკვლავებს აცვიათ როგორებიც არიან ბიონსე, ლედი გაგა, მაილი საირუსი, ოლივია უაილდი, ნაომი კემბელი, რიანა, ნატალია ვოდიანოვა, კერი ვაშინგტონი, ჯიჯი ჰადიდი და სხვა.

ბელა ჰადიდის წყალობით, საქართველო მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში ადრეც მოექცა.

მაშინ მოდელი ქართული ბრენდის Situationist -ის სამოსში გამოჩნდა.

ნიუპოსტი