ბრიტანულმა ავიახაზებმა რეისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერა

ბრიტანულმა ავიახაზებმა რეისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერაბრიტანულმა ავიახაზებმა რეისები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეაჩერა. როგორც ცნობილია მიზეზი კომპიუტერულ სისტემაში არსებული ხარვეზია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კომპანიამ დღეს ყველა რეისი ლონდონის უდიდესი აეროპორტებიდან გააუქმა.

არსებული ინფორმაციით, სპეციალისტები ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობენ, ასევე ადგენენ მომხდარის მიზეზს.