გუკა რჩეულიშვილი: “ბიზნესმენის საქართველოში დაბრუნებას ველოდებით, რომელიც ”ცენტრ პოინტის” ქონებას შეიძენს“

გუკა რჩეულიშვილი: "ბიზნესმენის საქართველოში დაბრუნებას ველოდებით, რომელიც ”ცენტრ პოინტის” ქონებას შეიძენს“გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, არსებობს ინვესტორი, მშენებლობების გაგრძელებით არია დაინტერესებული.

როგორც “მაგნოლიის” ეპიზოდზე ბრალდებულმა ჟურნალისტებს განუცხადა, ხელშეკრულება დაახლოებით 10 დღეში გაფორმდება, თუმცა ვინ არის ინვესტორი ამაზე რჩეულიშვილმა დღეს არ ისაუბრა.

მისივე თქმით, ”ერთი ბიზნესმენის საქართველოში დაბრუნებას” ელოდებიან, რომელიც ”ცენტრ პოინტის” ქონებას შეიძენს, მიღებული თანხით კი რამდენიმე ობიექტის დასრულება მოხდება.
– საპროცესო შეთანხმებას ბოლო დეტალი აკლია, ველოდებით ადამიანის საქართველოში ჩამოსვლას, რომელთანაც, შეთანხმება ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა მამაჩემი ცოცხალი იყო დაახლოებით ათ დღეში საბოლოო ხელშეკრულება დაიდება. ამ ერთ ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული საპროცესო შეთანხმების პირობების შეთავაზება და მისი მიწოდება პროკურატურისთვის, – განაცხადა რჩეულიშვილმა.