დავით ნარმანია და ელენე ხოშტარია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დავით ნარმანია და ელენე ხოშტარია ერთმანეთს დაუპირისპირდნენთბილისის მერი დავით ნარმანია და პარტია ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თბილისის მერი წყნეთში, ერთ-ერთ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ათვალიერებდა, როდესაც მასთან ოპოზიციონერი დეპუტატი მივიდა და პრობლემებისადმი უყურადღებობაში დაადანაშაულა. ინფორმაციას სააგენტო ipn ავრცელებს.

– დიდი ხანია გეძებთ ბატონო დავით. არაერთხელ მოგმართეთ პრობლემებზე სალაპარაკოდ. კამერების გარეშე ვცადე თქვენთან შეხვედრა და არ გამომივიდა. თქვენ ხართ ქალაქის მერი, წამობრძანდით გრიშაშვილზე და ერთად ვესაუბროთ მოსახლეობას. კამერების გარეშე, – მიმართა ელენე ხოშტარიამ დავით ნარმანიას.

ელენე ხოშტარიას თქმით, მას არაერთხელ ჰქონდა დავით ნარმანიასთან სამუშაო ფორმატის შეხვედრის სურვილი, თუმცა ამის შესაძლებლობა არასდროს მიეცა.

დავით ნარმანიამ ელენე ხოშტარიას ბრალდება უარყო და ხოშტარია პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა.

– რამდენი რაღაც გაკეთდა წყნეთში, თქვენ რას აკეთებდით ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში?! თქვენ გჭირდებათ პოლიტიკური პიარი, მიბრძანდით და თვითონ ისაუბრეთ მოსახლეობასთან კამერების თანდასწრებით. მე ბევრჯერ შევხვდი და შევხვდები მოსახლეობას, – განაცხადა დავით ნარმანიამ.