დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი ბრიუსელში შეხვდნენ

დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი ბრიუსელში შეხვდნენსაფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბრიუსელში დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მოხდა.

ტრამპის თქმით მას და მაკრონს ბევრი აქვთ სასაუბრო, განსაკუთრებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე. კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტმაც გააკეთა.

”ძალიან მიხარია, რომ ასე მალე მომეცა შესაძლებლობა ტრამპს შევხვედროდი. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და გავაკეთოთ ის რაც ჩვენი ქვეყნებისთვის ყველაზე უკეთესი იქნება. მომავალში ჩვენ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს შეხვედრა”–განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონი და ტრამპი ბრიუსელში  ნატოს სამიტზე იმყოფებიან.