ელისაბედ II დღეს მანჩესტერში ჩავიდა

ელისაბედ II დღეს მანჩესტერში ჩავიდადიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II დღეს მანჩესტერში ჩავიდა და იმ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც 22 მაისის ტერაქტის შედეგად დაშავებული ბავშვები მკურნალობენ.

Royal Manchester Children’s Hospital-ში  ტერაქტის შედეგად დაშავებული 14 ბავშვია გადაყვანილი, მათგან 4 კრიტიკულ მდგომარეობაშია. სულ ქალაქის საავადმყოფოებში 64 დაშავებული იმყოფება.

ბავშვთა საავადმყოფოში დედოფლის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზეც გამოჩნდა.