ელტონ ჯონი 16 სექტემბერს შეკვეთილში იმღერებს

ელტონ ჯონი 16 სექტემბერს შეკვეთილში იმღერებსსაქართველოში ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, მომღერალი ქართული აუდიტორიის წინაშე 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე წარსდგება.
საზოგადოებრივის ინფორმაციით, მომღერალი “საქართველოს ბანკის” პერსონალური მომსახურების ჯგუფ Solo-ს და Easter Promoution-ს ჩამოჰყავთ.
“საქართველოს ბანკი” ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. საზოგადოებრივის ინფორმაციით, პრესკონფერენცია ელტონ ჯონის ჩამოსვლის შესახებ ხვალ გაიმართება.